რეზონანსი
28.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში დღეს 110 ათასამდე მარიამი ცხოვრობს, აქედან 2017 წელს უკვე 1 427 გოგონას დაარქვეს ეს სახელი.

როგორც სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოში მარიამი ქალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელია.

„რეკორდულად ბევრი მარიამი 2010 წელს დაიბადა, როდესაც საქართველოში 4 870 მარიამის დაბადება დარეგისტრირდა",- ნათქვამია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს აღნიშნავს. მარიამობის დღესასწაულს წინ ორკვირიანი მარხვა უძღოდა, რომელიც 14 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×