რეზონანსი
28.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ხანძრის ერთ-ერთი კერა გაღვივდა. ადგილზე დაკვამლიანება შეინიშნება. მეხანძრეები და სამაშველო ბრიგადები ადგილზე უკვე მივიდნენ. პოლიციამ ტერიტორიამდე მისასვლელი გზა გადაკეტა.

ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში შს სამინისტროს 300 -მდე თანამშრომელი რჩება.

იგივე რაოდენობის თანამშრომლები სტიქიის ზონაში თავდაცვის სამინისტროს ჰყავს. ასევე, ადგილზე ეროვნული სატყეო სააგენტოს ადგილობრივი თანამშრომლები მუშაობენ.

სომხურმა და აზერბაიჯანულმა დამხმარე სამაშველო ძალამ, რომელიც ქართველ სამაშველო ჯგუფს ბორჯომის ტყის ხანძრის ჩაქრობაში ეხმარებოდა, ხეობა უკვე დატოვა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×