(რეზონანსი) ზუგდიდის საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. ბავშვს ქვედა კიდურების მოტეხილობა აქვს, ასევე ტვინის არეში მცირე სისხლჩაქცევაა, რის გამოც ბავშვის ქუთაისის ინტერვენციულ კლინიკაში გადაჰყავთ.
როგორც ექიმი ამბობს, ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
"ავადმყოფის მდგომარეობა უმძიმესია. ტრავმა, პოლიტრავმა, გულსისხლძარღვთა დახურული ტრავმა და კიდურების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება. პაციენტი ამჟამად მართვით სუნთქვაზეა, კატასტროფის ბრიგადას ველოდებით, რომელიც ქუთაისში გადაიყვანს", - განაცხადა ექიმმა.
მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ საქმე სსკ-ის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.