რეზონანსი
28.08.2017

 (რეზონანსი) თუ ოპოზიცია იმ საკითხების ჩამოწერას მოახერხებს, რომელთა ასახვის შემთხვევაში ის საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს, დიალოგი შეიძლება გაგრძელდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს განმარტებთ, მმართველი გუნდი დღესაც მზადაა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგი და დისკუსია გამართოს, თუმცა ეს ყველაფერი, მისივე თქმით, ოპოზიციაზეა დამოკიდებული.

„მმართველმა გუნდმა დიალოგის განახლების სურვილი გამოთქვა. ეს სწორედ მმართველი გუნდის პოზიცია იყო, თუმცა სამწუხაროდ, ოპოზიციისგან ამაზე გაუგებარი პასუხი მივიღეთ. მარტივი კითხვა იყო დასმული - რა არის ის საკითხები, რომელთა ასახვის შემთხვევაში ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერდნენ? ამ ძალიან მარტივ კითხვაზე ჩვენ პასუხი, სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ. თუ ამ კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მზადყოფნას გამოვთქვათ, რომ დიალოგი გაგრძელდეს", - ამბობს კობახიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×