რეზონანსი
28.08.2017

 (რეზონანსი) საყდრისის კომიტეტის წევრ ნინო ბურჭულაძემ განაცხადებით ათ დღეზე მეტია, რაც ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსთან, ე.წ დაცვითი ზონის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა მუშაობს, რომელმაც მონასტრის მარჯვენა მხარეს გალავანს ბზარი გაუჩინა.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ათი დღის უკან ფიტარეთისმონასტრის მიმდებარედ ე.წ დაცვითი ზონის ტერიტორიაზე „არ-ემ-ჯი გოლდის" მძიმე ტექნიკა მუშაობს. ტექნიკის მუშაობის შედეგად, მონასტრის მარჯვენა მხარე დაზიანდა და გალავანს ბზარი,გაუჩნდა. გარდა ამისა, შეუსწავლელი ისტორიული ხარო, აკლდამა ჩაინგრა. სამრეკლოსა და ისტორიულ გალავანს შორის ტერიტორია გადასწორებულია", - ამბობს ნინო ბურჭულაძე.

კომიტეტის წევრების განცხადებით, მძიმე ტექნიკის მუშაობა უნდა შეჩერდეს. ისინი მოითხოვენ, რომ მთელი კომპლექსის მდგრადობა შემოწმდეს, რათა დადგინდეს, ჩატარებულმა სამუშაოებმა სამონასტრო კომპლექსზე რა დამაზიანებელი გავლენა მოახდინა.

აღნიშნულზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ ფიტარეთში მდგომარეობა უცვლელია.

"ფიტარეთში მდგომარეობა უცვლელია. ოქროს მოპოვება თუ დაიწყება, დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მზად იქნება სრულყოფილი დასკვნა გარემოზე ზემოქმედების შესახებ, რომელსაც სწორედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დაეთანხმება, მანამდე სამუშაოებზე რაიმე საუბარი არც შეიძლება იყოს", - განაცხადა გიორგაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×