რეზონანსი
28.08.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის შტაბის ხელმძღვანელმა ივანე ნორაკიძემ სამგორის პოლიციაში განაცხადი შეიტანა.

საქმე ეხება 2017 წლის 27 აგვისტოს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ნორიკაძეს განცხადებით, ჩანს თუ როგორ ითხოვენ ალეკო ელისაშვილის მხარდაჭერას სხვადასხვა სიმბოლიკიან მაისურებში გამოწყობილები.

ნორაკიძე განმარტავს, რომ არცერთ პარტაისთან არავითარი კავშირი არ აქვთ და საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებენ, საქმე დროულად გამოიძიონ.

„ალექსანდრე ელისაშვილის მხარდასაჭერად, სინამდვილეში ეს ხელმოწერები ჩვენამდე არ მოდიოდა. არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ ვთანამშრომლობთ. ამით ისეთი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური უფლება ირღვევა, როგორიცაა ადამიანის საარჩევნო ხმის უფლება, სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ორიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- განაცხადა ნორაკიძემ.

ელისაშვილის შტაბს ხელმძღვანელმა განცხადებას თან ვიდე ჩანაწერი დაურთო, სადაც ნორაკიძის განცხადებით, ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის ფაქტია ასახული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×