(რეზონანსი) გავრცელებული ინფორმაციით, სირიაში პანკისელი, სოფელ ომალოს მკვიდრი 31 წლის ლევან ტოხოსაშვილი ცოლთან და ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად დაიღუპა.
გარდაცვლილთა ახლობლების ინფორმაციით, ტოხოსაშვილების ოჯახი დაბომბვაში მოჰყვა.
სოფელ ომალოში ტოხოსაშვილების ოჯახში, ასევე სოფელ დუისში გაურგაშვილების ოჯახში სამძიმარს იღებენ.
ოჯახის წევრებს ლევან ტოხოსაშვილის და მისი ცოლ-შვილის გარდაცვალების შესახებ სირიიდან დღეს, დილით შეატყობინეს.
ლევან ტოხოსაშვილი ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოდან დაახლოებით 2 წლის წინ წავიდა. სირიაში ის თურქეთიდან გადავიდა. პანკისში, სოფელ ომალოში დედა, მისი და და ძმა ცხოვრობენ.
სირიაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 26 პანკისელი ემსხვერპლა.