რებეკა სოლნიტი
28.08.2017

 (რეზონანსი) მომღერალი კახა ცისკარიძე ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის შესახებ ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ციალა შავაძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფების მიერ მერობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 25 აგვისტოს ამოიწურა, შესაბამისად ცისკარიძის კანდიდატურას რეგისტრაციაში ვერ გაატარებენ.

მომღერალმა ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ დღეს ისაუბრა. მისი თქმით, ბათუმის მომავლის შეცვლა სურს.

„კახაბერი უნდა „კახა მერად" გადაიქცეს", - განაცხადა ცისკარიძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×