რეზონანსი
28.08.2017

 (რეზონანსი) 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი გუნდიდან ზუგდიდის მერობისთვის ლაშა გოგია იბრძოლებს.

გოგია ზუგდიდის გამგებლად 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში აირჩიეს. მანამდე ის სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა, მათ შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო .

2013-2014 წლებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. 2005 წელს გოგია სამეგრელო-ზემო სვანეთის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ზუგდიდის განყოფილების ოპერატიულ თანამშრომლად მუშაობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×