რეზონანსი
28.08.2017

 (რეზონანსი) ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც ვამბობთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგისთვის და კონსენსუსისთვის მზად ვართ - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძეს თქმით, მმართველი გუნდი 2 თვის განმავლობაში ცდილობდა, რომ ოპოზიციისგან კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი მიეღო, თუმცა პასუხი მაინც ვერ მიიღეს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან დიალოგისთვის მაინც მზად არის.

"კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ და დიალოგის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ახლაც იგივეს ვიმეორებთ, რომ დიალოგის წარმოებისთვის და კონსესუსისთვის დღესაც მზად ვართ. კარგი კონსტიტუცია გვაქვს, კარგია ტექსტი და კონსესუსის გაფართოებაც კარგი იქნებოდა. თუ ამისათვის ოპოზიციაც მზად იქნება, ჩვენ დიალოგისთვის დღესაც მზად ვართ", - განაცხადა მდინარაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×