რეზონანსი
28.08.2017

 (რეზონანსი) ანჩისხატის კანონიკური ასლი, ისრაელის და ტაო-კლარჯეთის მოლოცვის შემდეგ, თბილისში შემოაბრძანეს.

ჩამობრძანებასთან დაკავშირებით, ლოცვითი მსვლელობა გამართა. სხვადასხვა ეკლესიის მრევლი მსვლელობას რუსთაველის მეტროდან ხელოვნების მუზეუმამდე გაჰყვა, სადაც ხატი მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში, დედანთან ახლოს დააბრძანეს. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით და სასულიერო პირთა უშუალო მონაწილეობით, მაცხოვრის სალიტანიო ანჩისხატი უკვე წლებია სრულიად საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ წმინდა ადგილების მოსალოცად დაბრძანდება. ეს ტრადიცია 2004 წლიდან, სალიტანიო ხატის შექმნისთანავე დამკვიდრდა.

ხვალ, 29 აგვისტოს მართლმადიდებლური ეკლესია ხელითუქმნელი ანჩისხატის დღესასწაულს აღნიშნავს, რასთან დაკავშირებითაც ხატის კანონიკურ ასლს ანჩისხატის ტაძარში გადააბძანებენ, შემდეგ კი კვლავ დედანთან დააბრუნებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×