რეზონანსი
28.08.2017

 (რეზონანსი) ქალაქ სიღნაღში ბოდბის წმინდა ნინოს მონასტრის მთავარი შესასვლელიდან 200 მეტრის რადიუსში ყველა სახის გარევაჭრობა აიკრძალა. ცვლილება „სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარევაჭრობის რეგულირების შესახებ" სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში შევიდა. აღნიშნულზე ინფორმაციას სააგენტო „აიპრესი" ავრცელებს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტში გარევაჭრობა დაშვებულია ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან. გასაყიდ ადგილებზე მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (რძე, რძის პროდუქტები, თევზი, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმით და პურით) ვაჭრობა აკრძალულია.

გარევაჭრობის ნებადართული საქონელია: ჟურნალ-გაზეთები, წიგნები, ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები, ყვავილები, ხილ-ბოსტნეული მაღაზიის წინ, სეზონურად, გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები, ნაყინი. ღია კაფეების მოწყობა დაშვებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×