რეზონანსი
28.08.2017

 (რეზონანსი) დაკავებული დეპუტატის ზურაბ ნეფარიძის შვილი ამბობს, რომ მას მამის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია.

„მე მამაჩემის წინააღმდეგ ჩვენება არ მიმიცია. გამოძიებას ვუთხარი ის, რასაც ზურაბ ნეფარიძეც ამბობდა, რომ ბიუროს თანამშრომელთა ხელფასის ნაწილი კომუნალურ გადასახადებს ხმარდებოდა. მზად ვართ გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის. მამაჩემს ქრთამი არ აუღია", - ამბობს დაკავებულის შვილი.

თბილისის საკრებულოს დეპუტატის ზურაბ ნეფარიძეს ქრთამის აღებაში საკუთარი მაჟორიტარული ბიუროს თანამშრომელი ადანაშაულებს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატის ზურაბ ნეფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობისას გაირკვა, რომ მის წინააღმდეგ ჩვენება მისმა შვილმაც მისცა. პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ საქმის მასალების თანახმად, ზურაბ ნეფარიძის შვილი მამის დანაშაულში მონაწილეობდა.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისის საკრებულოს წევრი, ზურაბ ნეფარიძე 26 აგვისტოს დააკავა. გუშინ ზურაბ ნეფარიძეს და მის ცოლის დას, ანა მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ოქტომბერს დაინიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×