რეზონანსი
29.08.2017

 (რეზონანსი) შსს-ს ინფორმაციით, ახალციხეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. ვერტმფრენის გარდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ცოცხალი ძალაც მონაწილეობს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ - „112"-დან შევიდა შეტყობინება, რომ ახალციხეში, სოფელ სვირის მიმდებარედ, მთის ფერდობზე, წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებიდან რამდენიმე წუთში, ადგილზე უკვე იმყოფებოდა ათეულობით მეხანძრე-მაშველი."- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენი ჩაერთო.

ხანძარი ახალციხის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების სოფლებში გუშინ გაჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×