რეზონანსი
29.08.2017

 (რეზონანსი) თუ ერი და ბერი ერთად ვიქნებით, ლოცვით და შრომით, აუცილებლად გავიმარჯვებთ და ამ განსაცდელს მოვერევით, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან გახშირდა, - ამის შესახებ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ განაცხადა.

მეუფე ამ წუთებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში იმყოფება, სადაც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

"ჩვენი მონდომებაა მთავარი. ჩვენ გვინდა ყველა ადამიანს გვერდში დავუდგეთ, ვინც ძალიან მძიმე პირობებში შრომობს. რთულად მისადგომი ადგილია. ჩვენი ეპარქია, სამღვდელოება ლოცვას აღვავლენთ, რათა უფალი თითოეული ჩვენგანის თანამავალი იყოს, შრომაში შეგვეწიოს და თუ ერი და ბერი ერთად ვიქნებით, ლოცვით და შრომით აუცილებლად გავიმარჯვებთ და ამ განსაცდელს მოვერევით, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან გახშირდა, რაც გულდასაწყვეტი და სანერვიულოა", - განაცხადა მეუფემ.

ახალციხის რაიონის სოფელ სვირში გუშინ გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ცოცხალ ძალასთან ერთად პროცესში ერთი ვერტმფრენიც მონაწილეობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×