რეზონანსი
29.08.2017

 (რეზონანსი) აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად ახალციხიდან ვერტმფრენი გაიგზავნა. ვერტმფრენი ახალციხის სოფელ სვირში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში იყო ჩართული.

შსს-ს ინფორმაციით, ვერტმფრენი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირიდან, სადაც ასევე ხანძარის ლოკალიზება მოხდა, ამ წუთებში აბასთუმნისკენ მიემართება.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა ცეცხლი გავრცელებული.

აბასთუმანში ხანძარი დაახლოებით 1 საათის წინ ალპურ ზონაში გაჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×