რეზონანსი
29.08.2017

 (რეზონანსი) "ევროპული საქართველო" ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს. გიგი უგულავას თქმით, წინასაარჩევნოდ „ევროპული საქართელოს" ქვემო ქართლის რეგიონულ ლიდერ აჰმედ იმამკულიევის მიმართ ცილისწამება ხორციელდება.

"ხელისუფლება იქამდე მივიდა, რომ იმამკულიევს დააბრალეს, თითქოს ის მარნეულის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. ჩვენ მარნეულზე განსაკუთრებული მონიტორინგი გვექნება, გამომდინარე იმ მძიმე პრაქტიკიდან, რაც ვიცით. ყველა უბანი გადამოწმდება და ყველა ხმა დაცული იქნება", - განაცხდა უგულავამ.

"ევროპული საქართველოს" მარნეულის მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" მარნეულში წინასაარჩვენო კამპანიის ჩატარებაში ყველანაირად ხელს უშლის. ამის შესახებ იმამკულიევმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ჩვენ საქმე ძალადობასთან გვაქვს, "ქართული ოცნება" ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ასე იბრძვის. ამის ნათელი მაგალითია ის ვიდეო, რომელიც ჩვენ 27-28 აგვისტოს გადავიღეთ, მარნეულში მოსახლეობასთან შეხვედრისას, სადაც "ქართული ოცნების" სავარაუდოდ კანდიდატი და გამგეობის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრისას ხელს გვიშლიდნენ. ჩვენს წინააღმდეგ სახელმწიფო მანქანა მუშაობს, "ქართული ოცნება" საქართველოს მომავალზე არ ზრუნავს ", - განაცხადა იმამყულიევმა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×