(რეზონანსი) სიღნაღში არსებული ძაღლების თავშესაფრის მფლობელს მატილდა მირზოვას გუშინ თავს ერთი პირი დაესხა და სასტიკად გაუსწორდა. მირზოვას სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნება. აღნიშნულზე ინფორაციას სააგენტო „აიპრესი" იუწყება.
„10 წელზე მეტია, რაც უპატრონო ძაღლებს ვუვლი. ერთი ასაკოვანი ძაღლი გვყავს. გვიან საღამოს რომ მოვიკითხე, სახლში არ იყო. დედამ მითხრა, გარეთ კვადროციკლებით დარბიან და ვინმემ არ დაარტყას, ნახე და შემოიყვანეო. როცა გავედი, ვნახე, რომ სკვერში იყო. სახლში მომყავდა, ვამხნევებდი რომ გამომყოლოდა. 17 წლის არის და სიარული უჭირს.
„ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა გინება დამიწყო, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფბოდა, მოვუწოდე, რომ გინება შეეწყვიტა და გზა გავაგრძელე. გაღიზიანდა და უცენზურო სიტყვებით ხმამაღლა მაგინებდა. რას დასდევ ამ ძაღლებს, მეტი საქმე არ გაქვსო და გინებას აგრძელებდა. პასუხი რომ გავეცი, მომვარდა და სახეში, თავში, ხელებში ცემა დამიწყო. სისხლი რომ წამსკდა, მერე შემეშვა. ჩემი 11 წლის შვილიც იქ იყო და ის მივარდა, დედას ხელი გაუშვიო, როგორც მოგვიანებით გავიგე სიღნაღის მკვიდრის ნათესავია. ამ წუთებში გურჯაანში ვიმყოფები, სადაც ექხპერტიზა უნდა ჩამიტარდეს. - განაცხადა ,,აიპრესთან,, საუბრისას მირზოევამ.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.