(რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნას, ბორჯომის ხეობაში ხანძრის დროს რუსეთიდან დახმარების მიღებაზე მოლაპარაკებების გამართვის გამო პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაიბარონ, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ხანძრის დროს საფრთხეები თავიდან იქნა აცილებული, რაც პრემიერ-მინისტრის და თითოეული მაშველის დამსახურებაა.
„იქ სოფლებს საფრთხე, რაც ემუქრებოდა თავიდან აცილებული იქნა. ეს სწორედ მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და თითოეული მაშველის დამსახურებაა. თუ ეს ოპოზიციას არ მოსწონს, მათი პრობლემაა. მეც არ მომწონს, ისევე როგორც ჩვენს საზოგადოებას, რომ სწორედ მათ ოკუპანტს ხელი შეუწყვეს იმაში, რომ მახეში გაბმულიყვნენ და ტერიტორიები დაეკარგათ.
„უმჯობესი იქნება, „ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიის ოფისში თავისი ყოფილი მინისტრები და ის პირები დაიბაროს და პასუხი მოკითხოს, რომლებმაც 2008 წლის ომის დროს ტერიტორიები დაკარგეს,"- განაცხადა წულუკიანმა.