რეზონანსი
29.08.2017

 (რეზონანსი) ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში ძლიერი წვიმის შედეგად სახლები დაიტბორა. როგორც დეფაქტო საგანგებო საქმეთა მინისტრი ლებ კვიცინია აცხადებს, ვითარება, საკმაოდ რთულია.

"ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე ერთდროულად სახლები დაიტბორა. ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები ახადა, ხეები მოგლიჯა და ადგილობრივების კუთვნილი მანქანები დააზიანა. ასევე ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა", - განაცხადა კვიცინიამ.

ოკუპირებულ რესპუბლიკაში წვიმის შედეგად მდინარე აძაფში ადიდდა. მოსახლეობის თქმით, წყლის დონე ქუჩებში 3 მეტრსაც აღემატებოდა.

დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, სტიქიის შედეგად მიღებული ზარალი ჯერ დათვლილი არ არის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×