რეზონანსი
29.08.2017

 (რეზონანსი) გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნისთვის პირობები დაასახელა.

მერკელის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მაშინ გაუქმდება, როდესაც უკრაინის კრიზისი დასრულდება და მოსკოვი მინსკის შეთანხმებას შეასრულებს.

მინსკის შეთანხმებების ყველა პუნქტის შესრულება, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების ძირითადი პირობაა, - ასეთი განცხადება გააკეთა მერკელმა პრესკონფერენციაზე.

"რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაუქმდება, მაშინ როდესაც მათი საჭიროება აღარ იქნება. ჩვენ გვსურს, რომ კონფლიქტის მოგვარების გზები „ნორმანდიული ფორმატის" გადაწყდეს. როდესაც მინსკის შეთანხმებების დღის წესრიგის განხორციელებას შევძლებთ, სანქციების გასაუქმებლად გაჩნდება კარგი შანსები ", - განაცხადა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტის მხარეებმა ახალი სასწავლო წლისთვის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადებაზე შეთანხმდნენ.

უკრაინის კრიზისის დარეგულირებისკენ მიმართული მინსკის შეთანხმება კონფლიქტის მხარეებმა 2015 წლის თებერვალში გააფორმეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×