რეზონანსი
29.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 30 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთს ეწვევა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კვირიკაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგული ბერდიმუჰამედოვს შეხვდება. შეხვედრა ასევე, თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარე აკჯა ნურბერდიევასთან გაიმართება.

პრემიერ-მინისტრი პატივს თურქმენეთის პირველი პრეზიდენტის ხსოვნას მიაგებს და მემორიალს თაიგულით შეამკობს, ასევე ეწვევა და დაათვალიერებს თურქმენეთის ოლიმპიურ სოფელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×