რეზონანსი
30.08.2017

 (რეზონანსი) ერთ-ერთმა მოქალაქემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატისთვის ზაალ უდუმაშვილისთვის ბრიფინგის ჩატარებაში ხელის შეშლა სცადა.

მაშინ როდესაც უდუმაშვილი, მაჟორიტარობის კანდიდატებთან ერთად, მერიაში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით, საკუთარ ინიციატივას წარადგენდა, ერთ -ერთმა მოქალაქემ ბრიფინგის ჩაშლა სცადა, შეძახილებით: ,,მეცოცხეებო".

ინტინდენტს საპატრულო პოლიციის მხრიდან დროული რეაგირება მოჰყვა. მოქალაქე სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.

„ნაციონალურ მოძრაობაში" ფაქტს სუს-ის მიერ ორგანიზებულს უწოდებენ. პარტიაში ამბობენ, რომ აღნიშნული პირი ბრიფინგზე კახა კალაძის ბიძაშვილთან ერთად მივიდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×