რეზონანსი
30.08.2017

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღერბიშვილის განცხადებით, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში აბასთუმანში ხანძრის ქრობის პროცესი მიმდინარეობდა. მისი თქმით ასევე, 4-5 კილომეტრამდე გზა გაიჭრა, რათა ტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა შეძლოს.

როგორც მღებრიშვილი ამბობს, ადგილზე ამ დროისთვის 1000-მდე ადამიანის შემადგენლობით ცოცხალი ძალა მუშაობს, თუმცა დამატებით ბრიგადებს ელოდებიან.

„წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ცეცხლის ქრობის პროცესი მიმდინარეობდა. ცოცხალი ძალა ადგილზე რჩებოდა. დღეს დილიდან უკვე დამატებითი ძალები იქნა გაგზავნილი. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის - ტყეში დაახლოებით 4-დან 5 კილომეტრამდე ახალი გზა გაიჭრა იმისთვის, რომ სპეცტექნიკამ მოახერხოს და ხანძრის კერების ადგილამდე მივიდეს. ასევე მოწყობილი იქნა ხელოვნურად ავზები იმისთვის, რომ ავიაციამ მოახერხოს და წყალი აიღოს. 1000 კაცამდე უკვე ტყეშია. ჩვენ დამატებით ვერტმფრენებს და ავიაციის ჩართვას ველოდებით", - ამბობს მღებრიშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×