რეზონანსი
30.08.2017

 (რეზონანსი) ოლიმპიურ ქალაქს თავს ძლიერი შტორმი დაატყდა. შავი ზღვის სანაპიროს ქარბორბალამ გადაუარა. ქარიშხალს თან ძლიერი წვიმა დაერთო.

ძლიერი წვიმის გამო ქალაქის ქუჩები დაიტბორა, ქარმა რამდენიმე შენობას სახურავიც ახადა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები უკვე გააფრთხილა, რომ უამინდობა სოჭში მომდევნო ორი დღის განმავლობაშიც გაგრძელდება.

სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×