რეზონანსი
30.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისში არსებული დემირელის სკოლა დაიხურა.

როგორც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში ამბობენ, დემირელის სკოლამ ავტორიზცია ვერ გაიარა. მათი ინფორმაციით, კოლეჯში აუცილებელი სტანდარტები დარღვეული იყო.

დემირელის სკოლის დირექტორი ამ ეტაპზე თავს იკავებს წინასწარი შეფასებებისგან, თუ რა გახდა რეალურად სკოლის დახურვის მიზეზი, თუმცა ამბობს, რომ მთელი წელი ამაზე საუბარი იყო. ის წუხილს გამოთქვამს, რომ სკოლა, რომელიც პრემიერმა სამ საუკეთესო სკოლათა შორის დაასახელა, ასე მარტივად დაიხურა.

გავრცელებული ინფორმაციით, დემირელის სკოლის მოსწავლეები და მშობლები 5 სექტემბერს განათლების სამინისტროსთან მასშტაბურ აქციას გამართავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×