რეზონანსი
30.08.2017

 (რეზონანსი) თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება ხელოვნურად იყოს გაჩენილი, შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს, - ამის შესახებ ხანძრების გაჩენასთან დაკავშირებით საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. მღებრიშვილის თქმით, გამოძიება მუშაობს ყველა ვერსიაზე.

"გამოძიება ყოველთვის ყველა ვერსიაზე მუშაობს. თუ ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ, მეც ვფიქრობ, რომ შეიძლება ხელოვნურად იყოს გაჩენილი, შეიძლება სხვა ფაქტორები იყოს... მე ამას ახლა ვერ გეტყვით. გამოძიება მიმდინარეობს, ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, ყველა ვერსიას ამომწურავ პასუხს გავცემთ",- განაცხადა მინისტრმა.

აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი ერთვება, რომელიც საქართველოში უახლოეს საათებში შემოვა.

ამავდროულად, თურქეთის რესპუბლიკამ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობისთვის ორი ვერტმფრენი და ერთი სამაშველო თვითმფრინავი გამოყო, რომელიც დღის მეორე ნახევარში გამოფრინდება.

დახმარების მიღების თაობაზე დამატებითი კონსულტაციები ირანთან და აზერბაიჯანთან მიმდინარეობს. დახმარების სურვილი საფრანგეთმა გამოხატა, რომელთანაც ქართული მხარე ასევე კონსულტაციებს აწარმოებს.

აბასთუმანში მობილიზებულია შსს-სა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურები. საგანგებო შტაბი 24- საათიან მუშაობას განაგრძობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×