რეზონანსი
30.08.2017

 (რეზონანსი) ახალციხის და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის, მეუფე თეოდორეს განცხადებით, აბასთუმანში ხანძრის ჩაქრობაში სასულიერო პირები ჩაერთვებიან.

როგორც მეუფე თეოდორემ განაცხადა, სასულიერო პირების გარკვეულ ნაწილს ასეთ სიტუაციებში მუშაობის გამოცდილება აქვს და ისინი, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, მოხალისეებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ.

"გვაქვს სურვილი, რომ ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში, როგორც ლოცვით, ასევე ფიზიკურად ჩავერთოთ. მონასტრებში საკმოდ გამოცდილი ადამიანები გვყავს, რომელთაც მუშაობა იციან. ველოდებით, თუ რომელ მხარეს გაგვანაწილებენ და ცეცხლის ჩაქრობაში მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა მეუფე თეოდორემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×