რეზონანსი
30.08.2017

 (რეზონანსი) დევნილთა და განსახლების სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოში დევნილებმა ბინის მიმღებთა სიებს გააპროტესტეს. მათ სამინისტროს ბინების შერჩევით გადანაწილებაში ადანაშაულებენ.

დევნილების თქმით, სამინისტრომ ბინები არა ქულების, არამედ ქრთამის აღების პრინციპით გაანაწილა. თავდაპირველად დევნილებს შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ, შემდეგ კი მათ შენობაში შესვლის უფლება მისცეს.

თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, დევნილები გზების კადაკეტვით და პროტესტის უკიდურესი ფორმებით იმუქრებიან.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია ადგილზე მუშაობს. მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე განმარტავს, რომ არ არის გამორიცხული რაიმე სახის ხარვეზების არსებობა, თუმცა კომისია ყველა დევნილის უკმაყოფილებასმოისმენს და ეტაპობრივად დააკმაყოფილებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×