რეზონანსი
30.08.2017

 (რეზონანსი) განათლების სამინისტრო დემირელის კოლეჯის მასწავლებლებსა და მოსწავლეების საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაანაწილებს. ამასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო რამდენიმე კერძო სკოლასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნატა ასათიანმა განაცხადა, მასწავლებლების და მოსწავლეების მიღებასთან დაკავშირებით მზაობა რამდენიმე სკოლამ უკვე გამოთქვა.

„დემირელის კოლეჯს დარღვევები ჰქონდა, თუმცა ამავდროულად ძალიან კარგი მოსწავლეები და კომპეტენტური მასწავლებლები ჰყავდა. ჩვენ ყველა პირობას შევქმნით, რომ მათი სხვა სკოლებში გადანაწილების პროცესი მაქსიმალურად უმტკივნეულოდ წარიმართოს. რამდენიმე კერძო სკოლასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მათ უკვე გამოთქვეს მზაობა, რომ დემირელის კოლეჯის მოსწავლეები და მასწავლებლები მიიღონ. გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას უმოკლეს პერიოდში ვაცნობებთ," - აღნიშნა ასათიანმა.

დემირელის სახელობის სკოლას ავტორიზაცია შეუჩერდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ მიიღო.

დემირელის სახელობის სკოლამ ავტორიზაციის 5 წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ ავტორიზაციის საბჭოს კვლავ მიმართა, თუმცა სკოლამ 29 აგვისტოს, სხვადასახვა მიზეზით ავტორიზაციაზე უარი მიიღო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×