რეზონანსი
30.08.2017

 (რეზონანსი) თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძრის შედეგად რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ვენახები დაიწვა.

რუისპირში თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის, თემურ გიგაურის ინფორმაციით, სოფლიდან მოშორებით მდებარე ვენახში ცეცხლი მოსახლეობამ გვიან შენიშნა.

"სახანძრო სამაშველო სამსახურის სამი ბრიგადის ადგილზე ოპერატიულად მისვლის მიუხედავად, ორი კერძო მესაკუთრის ვენახი მთლიანად დაიწვა, მესამეს გადარჩენა შეძლეს",- ამბობს გიგაური.

ხანძრის ჩაქრობაში სამი სახანძრო ბრიგადა მონაწილეობდა და ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×