რეზონანსი
30.08.2017

 (რეზონანსი) რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ანა კურბატოვა შესაძლოა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს დაეკავებინა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პირველი არხი ავრცელებს.

„ანა კურბატოვა კიევის ცენტრში გაიტაცეს. ჩვენ მას ვერ ვუკავშირდებით. ჩვენი კოლეგა უცნობ პირებმა მანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ჩვენი მონაცემებით, ანა კურბატოვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა", - ნათქვამია პირველი არხის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჟურნალისტთან მიმართებაში მუქარებს ჰქონდა ადგილი.

ცოტახნის წინ აღნიშნული ტელევიზიისგან ცნობილი გახდა, რომ რუსული პირველი არხის ჟურნალისტი ანა კურბატობა გაიტაცეს. აღნიშნული შესახებ სხვა დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×