(რეზონანსი) ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 90-ე საიუბილეო ცერემონიალზე საქართველოს წარმდგენი ფილმი ანა ურუშაძის ფილმი "საშიში დედა" გახდა. ეს ფილმი ასევე, „ოქროს გლობუსის" დაჯილდოვებაზე გაიგზავნება.
გადაწყვეტილება ამის შესახებ დღეს რეჟისორების, მსახიობების, პროდიუსერებისა და კინო კრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა ცხრაკაციანმა ჟიურიმ მიიღო.
ჟიურის არჩევნი გაკეთება ოთხ ფილმს შორის მოუწია. ესენია: „ჩემი ბედნიერი ოჯახი", „მძევლები", „ლუკა", და შერჩეული ფილმი „საშიში დედა".
იქნება თუ არა ფილმი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარდგენილი ამას 2018 წლის 23 იანვარს, ნომინანტთა საბოლოო სიის გამოცხადების გაირკვევა.
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 90-ე საიუბილეო ცერემონიალი 2018 წლის 4 მარტს ლოს ანჯელესში, დოლბის თეატრში გაიმართება.