რეზონანსი
30.08.2017

 (რეზონანსი) ქავთარაძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულს იაშვილის დამწვრობის ცენტრში ოპერაციას უკეთებენ.

ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს სხეულის 45 %-იანი დამწვრობა აქვს მიღებული. სახე, სასუნთქი გზები და ოთხივე კიდური დაზიანებული აქვს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

აფეთქება ქავთარაძის ქუჩაზე, ვაჟა ფშაველას VI კვარტალის, 24-ე კორპუსში დაახლოებით, ნახევარი საათის წინ მოხდა, რამაც ბინისა და მაღაზიის გამყოფი კედლის ჩამონგრევა გამოიწვია.

მეზობლების ინფორმაციით, მამაკაცი აბაზანაში იმყოფებოდა, როდესაც გაზზე მომუშავე წყლის გამათბობელი აფეთქდა.

ადგილზე სახანძრო და საპატრულო ეკიპაჟები იმყოფებიან. როგორც მეხანძრეები აცხადებენ, კორპუსში აფეთქების ან ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×