რეზონანსი
30.08.2017

 (რეზონანსი) უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივან ელენა გიტლიანსკაიას განცხადებით, რუსეთის „პირველი არხის" ჟურნალისტი ანა კურბატოვა რუსეთში იქნება დეპორტირებული.

„რუსი პროპაგანდისტი ანა კურბატოვა დაბრუნებული რუსეთში იძულებით იქნება. უკრაინა სამართლებრივი სახელმწიფოა და სამართალდამცველი ორგანოები კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებენ. ამჟამად ჟურნალისტის ოფიციალური გაძევებისთვის, საჭირო დოკუმენტების გაფორმება მიმდინარეობს. ასე დაემართება ნებისმიერს, ვინც თავს უფლებას მისცემს უკრაინა დაამციროს", - ამბობს გიტლიანსკაია.

ცოტა ხსნის წინ, რუსეთის პირველმა არხმა ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ მისი კორესპონდენტი კიევში ანა კურბატოვა გატაცებულია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×