რეზონანსი
30.08.2017

 (რეზონანსი) ამ წუთებში აბასთუმანში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში აზერბაიჯანული ვერტმფრენი ჩაერთო.

ხანძრის სალიკვიდაცია სამუშაოებში უკრაინის ვთვითმფრინავი ცოტა ხნის წინ ჩაერთო. თვითმფრინავმა ხანძრის კერებს უკვე რამდეჯერმე გადაუფრინა და წყალი გადაასხა.

საერთო ჯამში, აბასთუმნის ტყეში სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ორი ქართული ვერტმფრენი, ერთი უკრაინული თვითმფრინავი და ერთი აზერბაიჯანული ვერტმფრენია ჩართული.

ავიაციასთან ერთად, ადგილზე 1000-მდე ადამიანი, ცოცხალი ძალა მუშაობს.

ქართული მხარე ავიაციით დახმარებას თურქეთიდან და ირანიდან ელოდება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×