რეზონანსი
31.08.2017

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის უშუალო მეთვალყურეობით, ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ აბასთუმნის ტყეში დარჩენილი ხანძრის რთულად მისადგომი ფერდობები ენახათ.

მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს ზეკარის უღელტეხილიდან ხანძრის კერებამდე გაყვანილი გზა, ასევე მთებზე კავშირგაბმულობის მანქანები აჩვენა, რომლის მეშვეობითაც ავიაციასა და ცოცხალ ძალას შორის კომუნიკაცია ხდება.

მღებრიშვილმა ასევე ახალ გაჭრილ გზაზე პრესის წარმომადგენლები ჩაიყვანა და ის 6-კილომეტრამდე გზაც აჩვენა, რომლის საშუალებითაც მძიმე ტექნიკა ხანძრის კერებამდე მუშაობს.

ამ დროისთვის აბასთუმნის ტყეში დაკვამლიანება არ შეიმჩნევა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×