რეზონანსი
31.08.2017

 (რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, აბასთუმნის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია და ახლა მისი ლიკვიდაცია მიმდინარეობს.

როგორც საგანგებო სიტოაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ადგილზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.

გავრცელებული ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დაახლოებით 200 ჰექტარი ტყის ფართობია დამწვარი.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, აბასთუმნის მიმდებარედ, შერეული ტყის მასივში ხანძარი 29 აგვისტოს გაჩნდა. ხანძრის კერებთან ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა შეყვანილია, გაიჭრა გზა. ცეცხლის ჩქარობის სამუშაოებში ჩართულია როგორც საქართველოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ავიაცია. ადგილზე საგანგებო შტაბი მუშაობს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×