რეზონანსი
31.08.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ძაგნიძის ადვოკატის, კახა კვაშილავას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წარდგენილი ბრალდება მერიაში მუშაობის პერიოდს არ ეხება.

როგორც კვაშილავამ აცხადებს, ძაგნიძე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.

"ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით წარგვედგინა, რაც თაღლითობს გულისხმობს. საქმის მასალებს არ ვიცნობ. იგი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება. წარდგენილი ბრალდება მერიაში მუშაობის პერიოდს არ უკავშირდება", - განაცხადა კვაშილავამ „რუსთავი 2"-ის ეთერში.

სამართალდამცავებმა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილე ლევან ძაგნიძე გუშინ დააკავეს. დაკავებულს ბრალი თბილისის მთავარ სამმართველოში ცოტა ხნის წინ წარედგინა. ძაგნიძე თბილისის მერიაში 2015-16 წლებში მუშაობდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×