რეზონანსი
01.09.2017

 (რეზონანსი) შვეიცარიაში საქართველოს მოქალაქე 35 წლის ვაჟა კაციაშვილი მოკლეს. მას ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

გარდაცვლილის ოჯახის ინფორმაციით, დაკავებულია სავარაუდო დამნაშავე, მოკლულის თანასოფლელი და მეგობარი სოსო გურგენიშვილი. ისინი შვეიცარიაში დაახლოებით ორი თვის წინ წავიდნენ და ლტოლვილებად ჩაბარდნენ.

ოჯახში ასევე ამბობენ, რომ, მოკლული ბინაში გურგენიშვილსა და უცხოელ მოქალაქესთან ერთად ცხოვრობდა, ერთ-ერთი ვერსიით მიზეზი შესაძლოა ძველი კონფლიქტი გამხდარიყო.

ოჯახი ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას ითხოვს. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია შვეიცარიაში საქართველოს საელჩო, თუმცა უცნობია გადმოსვენება როდის მოხერხდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×