რეზონანსი
01.09.2017

 (რეზონანსი) აბასთუმანში, იმ ტერიტორიაზე სადაც ხანძარი იყო, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დამატებითი ასეული სამუშაოების დაჩქარების მიზნით შეიყვანეს.

როგორც საგანგებო შტაბში განმარტავენ, ასეულის შეყვანის საჭიროება არ იყო, თუმცა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დაჩქარების მიზნით ტყეში ცოცხალი ძალის გაზრდა გადაწყდა.

ამ დროისთვის აბასთუმნის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია და ცოცხალი ძალის მიერ სალიკვიდაციო სამუშაოები და ნიადაგის დამუშავება მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ტერიტორიას ათვალიერებს, და ადგილზე არსებულ მდგომარეობას ეცნობა. ამის შემდეგ, მინისტრი მიიღებს გადაწყვეტილებას, სამუშაოდ თუ რა რაოდენობის ძალა და რა სახის ტექნიკა დარჩება.

ცეცხლის ჩაქრობის პროცესში გუშინ, როგორც საქართველოს, ისე სხვადასხვა ქვეყნის ავიაცია იყო ჩართული, მათ შორის, თურქული, უკრაინული, აზერბაიჯანული თვითმფრინავები. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი და ერთი კი კერძო ვერტმფრენი.

ხანძარი აბასთუმანში 29 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×