რეზონანსი
01.09.2017

 (რეზონანსი) დღეიდან მთელი საქართველოს მასშტაბით მიმოქცევაში განახლებული ხუთლარიანი ბანკნოტები გამოვიდა. როგორც ეროვნულ ბანკში განაცხადეს, ახალი ბანკნოტები ძველი ემისიების ბანკნოტებთან ერთად იქნება მიმოქცევაში.

რაც შეეხება დიზაინს, განახლებულ ბანკნოტზე შენარჩუნებულია თავდაპირველი თემატიკა და ის დაცულია თანამედროვე დამცავი ნიშნებით.

ხუთი ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი დაცულია. მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე დამცავი ნიშნებით. მათ შორის, სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის, ნომინალის ამომცნობი ნიშანი დატანილია. განახლებული ხუთი ლარის ნომინალის ბანკნოტის დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა.

ამ დროისთვის, ათლარიანის გარდა, ყველა განახლებული ბანკნოტია მიმოქცევაში. ახალი ათლარიანი ბაზარზე მოგვიანებით გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ 20 და 50 ლარის ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები მიმოქცევაშია 2016 წლის 1-ელი თებერვლიდან, ხოლო 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტი მიმოქცევაშია 2016 წლის 1-ელი ნოემბრიდან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×