(რეზონანსი) საქართველოს დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, ძალიან კარგი კონსტიტუცია ექნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„ძალიან კარგი ცვლილებები იქნება მიღებული. ვენეციის კომისიიის მხრიდან ძალიან ადეკვატურ და პოზიტიურ შეფასებას ველოდები, რადგან დღეს მისაღები ცვლილებები იმ ცვლილებებს რომ შევადაროთ, რომელიც 2010 წელს მიიღეს, ეს არის მკვეთრი გაუმჯობესება და არცერთი ნაბიჯი გაუარესების მიმართულებით არ გადადგმულა", - განაცხადა მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, კონსენსუსი ამ საკითხზე ვერ მოხერხდა ამაზე თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება.
„რაც შეეხება ოპოზიციასთან კონსენსუსს, ამაზე ძალიან ბევრი ითქვა, თუმცა კონსენსუსის მიღწევა ვერ მოხერხდა. ამ საკითხზე თავიდან ბოლომდე პასუხისმგებლობა ოპოზიციას ეკისრება, რადგან ხელისუფლების მხრიდან დიალოგის კარი ყოველთვის ღია იყო, ის დღესაც ღიაა, თუმცა, სამწუხაროდ, იმისთვის რომ კონსენსუსი შედგეს, თვითონ ოპოზიციის შიგნითაც გარკვეული ერთიანობა უნდა იყოს, რომელსაც ვერ ვხედავთ", - დასძინა მათიკაშვილმა