რეზონანსი
01.09.2017

 (რეზონანსი) ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული და შემდეგ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული გიორგი გიორგანაშვილის, „ბახალას", საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.

დღევანდელ პროცესზე პროკურორი მოწმეების დაკითხვას გეგმავს. თავად ბრალდებული იმედოვნებს, რომ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება,

როგორც გიორგანაშვილმა განაცხადა, პატიმრობიდან გათავისუფლების მიუხედავად საკუთარ „აიფონ 6"-ს სხვადასხვა მიზეზების გამო არ უბრუნებენ.

„საქმის ყველა მტკიცებულება მეტყველებს იმაზე, რომ გამამართლებელი განაჩენი გამოვიდეს. ჯერ ხომ ციხეში 6 თვე, ყველა ფორმით იზოლაციაში ვიყავი - არ მარეკინებდნენ, წერილის გაგზავნის უფლებაც არ მქონდა, ახლა გამოვედი და ჩემ კუთვნილ ტელეფონს არ მიბრუნებენ, ტყუილი მიზეზების გამო. ჯერ მეუბნებოდნენ, რომ ექსპერტიზაზე იყო, მერე მითხრეს, რომ ჩემი ტელეფონი სხვა საქმეზეა ნივთმტკიცებად. ეს საქმეც დახურულია, მაგრამ ტელეფონს მაინც არ მიბრუნებენ", - განაცხადა გიორგანაშვილმა.

გიორგი გიორგანაშვილი 25 იანვარს დააკავეს. მსახიობს პროკურატურა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვას ედავება. მას 8-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გიორგანაშვილი 14 ივლისს 20 000-ლარიანი გირაოს სანაცლოდ გაათავისუფლეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×