რეზონანსი
01.09.2017

 (რეზონანსი) მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ფოთსა და ურეკში 12 ადამიანი გადაარჩინეს. აღნიშნულზე ინფორმაციას საქართველოს საგანგებო სიტუაცის მართვის სააგენტო ავრცელებს.

„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფოთსა და ურეკში, 12 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის, უცხო ქვეყნის 7 მოქალაქე. გადარჩენილთა შორის ყველაზე უმცროსი 5 წლის ბიჭი, ყველაზე ასაკოვანი კი 73 წლის მამაკაცი იყო.

"შავი ზღვის სანაპიროზე, გუშინ, ამინდის გაუარესების გამო, საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა. შსს-ს მაშველები მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ, სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები იყო აღმართული. ამ დროისთვის, საშტორმო მდგომარეობა მოხნილია. შესაბამისად, ყველა საგუშაგოზე თეთრი ალმებია აღმართული", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×