რეზონანსი
01.09.2017

 (რეზონანსი) თბილისში 13 წლის გოგო მე-13 სართულიდან გადმოხტა. გარდაცვლილის ოჯახი ეჭვობს, რომ მოზარდი ინტერნეტ-თამაშის მსხვერპლია. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი" ავრცელებს.

„ქრონიკისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ე.წ ლურჯი ვეშაპის მორიგი მსხვერპლია.

"მინდა ჩემი შვილის ამბავი ყველას მოვუყვე, რომ სხვა ბავშვები დავიცვა. ეჭვი მაქვს, რომ ლურჯ ვეშაპს თამაშობდა, ტვინი აურიეს და მე-13 სართულიდან გადმოხტა. ვერაფერს ვამჩნევდით, შსს-მ წაიღო ყველაფერი. გთხოვთ რეპორტაჟი გააკეთოთ, ეს რაღაც მოდებულია. ჩემი შვილი პირველი შემთხვევა არ არის. ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, მე საუბრის თავი ახლა ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ სხვა მშობლებს მინდა ხმა მივაწვდინო "- განაცხადა გარდაცვლილის დედამ.

მოხმდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, პირველადი მონაცამებით მომხდარი სავარაუდოდ ინტერნეტ-თამაშს არ უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×