რეზონანსი
01.09.2017

 (რეზონანსი) ძლიერი წვიმის შედეგად მესტიის მუნიციპალიტეტის ლენჯერის ტერიტორიულ ერთეულში სამი მდინარე - კოლხური, დოლურა და მესტიაჭალა ადიდდა, რამაც საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

ადიდებულმა მდინარეებმა სოფელ მულახის ჭოლაშის თემთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა წაიღო, რის შედეგადაც 32 ოჯახი გარე სამყაროს მოწყვეტილია.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები მესტიის სხვა სოფლებშიც შემქნა. სოფელ ლატალის ლეშუკვისა და იენაშის თემებში შიდა საავტომობილო გზები დაზიანებულია. სოფელში ექვსი ოჯახის საცხოვრებელი სახლების პირველი სართული დაიტბორა.

როგორც რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, მოვარდნილმა წყალმა დაუმონტაჟებელი გაბიონები წაიღო. წაღებულია ასევე სოფელ ჭოლაში მისასვლელი გზის 400 მეტრიანი მონაკვეთი, სადაც მძიმე ტექნიკა იწყებს მუშაობას, რათა მდინარეს კალაპოტი შეუცვალოს.

მათი თქმით, სტიქიამ მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა დააზიანა. მესტია-ჯახუნდერის მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და ბოძების დაზიანების საფრთხის გამო, სამუშაოები ოპერატიულად ჩატარდა და შედეგად ელექტოენერგიის მიწოდება არ შეწყვეტილა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×