თუმანიშვილის თეატრის მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი აწ უკვე ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის ქეთი დოლიძის ბრალდებებს ერთ კვირაში უპასუხებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე არ თვლის საჭიროდ დოლიძის ყოველ სიტყვას გამოეკიდოს და პასუხი გასცეს. მისივე განცხადებით, გაივლის ერთი კვირა და ყველაფერზე შემდეგ ისაუბრებს.
შეგახსენებთ, რომ ქეთი დოლიძემ ლაურა რეხვიაშვილი ღალატში დადანაშაულა. თუმანიშვილის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი მსახიობს იმ საჯარო წერილს ახსენებს, რომელშიც რეხვიაშვილი კულტურის მინისტრს აკრიტიკებდა.
`ლაურა, ხელი რატომ მოუწერე სიხარულიძეს?! ჯერ მისი შეთქმულება გააკრიტიკე და უარი უთხარი, მერე, `მოგატყუეს~ ქეთი უკვე გაშვებულიაო და შეცვალე გადაწყვეტილება?!?! `გაუპრავე~ სამინისტროს, რომელსაც აკრიტიკებ?~, - დაწერა ცოტა ხნის წინ `ფეისბუქის~ საკუთარ გვერდზე ქეთი დოლიძემ.
აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს წინ უსწრებდა კულტურის მინისტრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 17 სექტემბრიდან თუმანიშვილს თეატრს დოლიძე აღარ უხელმძღვანელებს.
მის გათავისუფლებაში დოლიძე ასევე ადანაშაულებს მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძეს და კულტურის მინისტრის მოადგილეს მანანა ბერიკაშვილს.
`რეზონანსი~ შეეცადა მათთან დაკავშირება, თუმცა არცერთმა მათგნმა ჩვენს სატელოფონო ზარებს არ უპასუხებს.