(რეზონანსი) თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანაგუნდელებთან ერთად 19 576 ხელმოწერა წარადგინა.
"რეალურად, ეს არის 19 576 თბილისელი მოქალაქის საპროტესტო გზავნილი. ჩვენთან არსებული მყარი აზრის მიხედვით, რამდენიმე დღეში და ერთ თვეშიც კი, რამდენიმე ათასი ხელმოწერის შეგროვება არის წარმოუდგენელი. დიდი პარტიებიც კი ოროსნებივით იწერენ ერთმანეთისგან. ამასვე მირჩევდნენ მეც. მე ტყუილებისთვის და სიყალიბისთვის არ ვარ მოსული პოლიტიკაში", - განაცხადა ელისაშვილმა.
ამასთან, დედაქალაქის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც ამ ხელმოწერების შეგროვებაში მხარი დაუჭირა.
ცესკომ თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატს სამი დღის ვადაში უნდა უპასუხოს, აღნიშნული ხელმოწერები საკმარის რაოდენობად ჩაეთვლება თუ არა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალექსანდრე ელისაშვილმა განაცხადა, რომ ცესკომ მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის 10 000 ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვება 1 კვირაში სთხოვა.