რეზონანსი
01.09.2017

 (რეზონანსი) ე.წ. ციანიდის საქმეზე დაცვის მხარის ექვსივე ადვოკატმა დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, მან დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ დეკანოზს ციანიდი ჩაუდეს.

"მოსამართლეს მოვახსენეთ, საქმეს როგორი დარღვევები ახლავს. ვამბობთ, რომ მამა გიორგის ციანიდი ჩაუდეს. იმედი მაქვს, მოსამართლის გადაწყვეტილება მართლა დამოუკიდებელი, მართლა სამართლიანი და ობიექტური იქნება და მოსამართლე მამა გიორგი მამალაძის მიმართ მიიღებს გამამართლებელ განაჩენს", - განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატების მრავალსაათიანი გამოსვლა იყო მცდელობა, რომ ბრალდებული მსხვერპლად წარმოაჩინონ, - ასეთი შეფასება მისცა ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ადვოკატების დასკვნითი სიტყვით გამოსვლას.

ჯარჯი წიკლაურის განმარტებით, ბრალდება დადასტურებულია და უტყუარი მტკიცებულებების ფონზე პროკურატურა გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება.

ამ დროისთვის, 20 წუთიანი შესვენებაა გამოცხადებული. რის შემდეგაც, სასამართლოზე დეკანოზი გიორგი მამალაძეს საბოლოო სიტყვით წარდგება. ე.წ ციანიდის საქმეზე ბრალდებულს განაჩენის გამოტანამდე კიდევ ერთხელ მოუსმენენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×